
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში ყოველთვის საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის კონფერენცია ჩატარდა. მისი მიზანი მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია, მოტივაციის ამაღლება და ფორმალურ განათლებასთან არაფორმალური განათლების ინტეგრირება იყო.
კონფერენციის ორგანიზატორი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა, თავმჯდომარე - ქეთო სულამანიძე და წევრები: თინათინ ბეჟაშვილი და ლია სახელაშვილი იყვნენ.
კონფერენციის სლოგანი იყო - „შეიმეცნე სამყარო მენიერებებთან ერთად, რომლებმაც შეცვალეს სამყარო“. მასში VIII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ტექნოლოგიების გამოყენებით, ციფრულ ფორმატში, კონფერენციის თემატიკის შესატყვისი პრეზენტაციები, ნახატები და მოდელი წარადგინეს.
იხილეთ ფოტოები: