ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი, მეორე და მესამე კლასების მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, გააკრეს ბანერები, რომლითაც საზოგადოებას მოუწოდებენ არ დაანაგვიანონ გარემო და დედამიწა დაიცვან.
ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ პირველი კლასის დამრიგებელი - მინადორა აბაშიძე, მეორე კლასის დამრიგებელი ზოია ფუტკარაძე და მესამე კლასის დამრიგებელი თამილა ქამაშიძე.
აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: