„არა ბარბარიზმებს!“ - ბათუმის N8 სკოლაში დედაენის დღეს ინგლისური და ქართული ენების ერთობლივი პროექტი მიეძღვნა
26-04-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამასთან დაკავშირებით, ინგლისური და ქართული ენის ერთობლივი პროექტი No Barbarisms! (არა ბარბარიზმებს!) ჩატარდა.
პროექტი მიზნად ისახავდა: ბარბარიზმების მავნე ზეგავლენის ხაზგასმას, ინგლისური ენიდან შემოტანილი ბარბარიზმების ქართული შესატყვისის პოვნას, სოლიდარობის გამოხატვას ქართული ენის დაცვისადმი.
პროექტი მოიცავდა 4 ეტაპს:
ინგლისური ენიდან შემოტანილი ბარბარიზმების მოძიება და ქართული შესატყვისის მისადაგება;
კვლევის ჩატარება მოზარდებში აღნიშნული ბარბარიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით და შედეგის დიაგრამაში ასახვა;
ბროშურების გაკეთება პროექტის მიზნის გათვალისწინებით;
ბროშურების გავრცელება მოზარდებში.
პროექტი ინგლისური ენის მასწავლებლის ია ბლაგიძისა და ქართული ენის პედაგოგის ფატი სურმანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
„ვიმეტყველოდ სწორად, ენის ნორმების დაცვით! მოვუფრთხილდეთ ენის ლექსიკურ სიწმინდეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.