ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში, თითოეული კლასიდან მშობლების წარმომადგენლების მონაწილეობით, ტრენინგი გაიმართა. მისი თემა „უსაფრთხო სკოლა - ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის როლი“ იყო.
შეხვედრას ფასილიტაცია გაუწიეს სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა - მარგარიტა ჯიქიამ და საინფორმაციო მენეჯერმა - ნანო ხუხიამ.
როგორც სკოლაში ამბობენ, ტრენინგი საინტერესოდ, მშობელთა მაღალი აქტიურობითა და ჩართულობით წარიმართა. მშობლები შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციითა და მასში მონაწილეობით კმაყოფილნი დარჩნენ.
იხილეთ ფოტოები: