სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში საპრიზო ადგილი დაიკავა
26-04-2023
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ წარმატებას მიაღწიეს. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, ღირსეულად იასპარეზეს და შესაძლებლობები გამოვლინეს.

შედეგად, სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და მედლები ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრმა გადასცა.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს სკოლის სპორტის მასწავლებელს - ირმა ბელაშვილს და სკოლის მოსწავლეებს მეორე ადგილზე გასვლას და წარმატებას უსურვებს მომავალშიც.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203