ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამკურნალო მცენარეების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
26-04-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემაზე -  „სამკურნალო მცენარეები -  მათი გამოყენება და მნიშვნელოვანი როლი ხალხურ მედიცინაში“, საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

მათ მასწავლებელი რუსუდან კუპრავა ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

მათ ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პრეზენტაციები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203