ზესტაფონის N5 სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
26-04-2023

ზესტაფონის N5 სკოლაში დედამიწის დღეს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.

სკოლაში მე-7 კლასის (დამრიგებელი ირმა ბაბულაშვილი) მოსწავლეებმა, გეოგრაფიის პედაგოგ ხათუნა ებანოიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სხვადასხვა რესურსი მოამზადეს. 

მათ ასევე „ეკოქალაქის“ მაკეტი - დედამიწის მოდელი, ასევე ნახატები თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“ შექმნეს.

მეშვიდეკლასელებმა, სკოლის ეზო დაასუფთავეს, ასევე დააკვირდნენ და გამოთვალეს სკოლის ეზოში დარგული მრავალწლიანი ნაძვების ასაკი.

აქტივობაში ისინი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203