
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.
სკოლის მე-3დ კლასის მოსწავლეები მე-2 კლასის მოსწავლეებს ესტუმრნენ და პრეზენტაცია გამართეს.
მათ ისაუბრეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ნარჩენების მართვას და როგორ უნდა დაახარისხონ ისინი.
აღნიშნული საკითხების შესახებ მესამეკლასელებმა მეორეკლასელებს მასტერკლასი ჩაუტარეს.
მათ ასევე თემატური პლაკატები და საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს.
ბოლოს კი ერთობლივად, ხეები დარგეს.
აქტივობაში მოსწავლეები ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები: