„ენა ქართული დედაა ჩვენი! ენა ქართული ძალაა ჩვენი!“- გულგულის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
26-04-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავან.

გამონაკლისი, რასაკვირველია, არც დედაენის დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, I-II-IV კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ღონისძიება - „ენა ქართული დედაა ჩვენი! ენა ქართული ძალაა ჩვენი!“, გაიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს. 

მათ, დღის დასასრულს, სოფლის მოსახლეობას მისალოცი ბარათები დაურიგეს.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: ლია მაჭავარიანი, ნანა გიორგანაშვილი, დოდო გიგაური, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე მაია შალიკაშვილმა იზრუნა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203