წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღისთვის საინტერესო ღონისძიებას ამზადებენ 
26-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები მონდომებით აღინიშნება.

ახლაც, აქტიური სამზადისი ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღისთვისაა. ფონდ „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის და თეატრალური დასის „ოტიაურის“ ბაზაზე ფორუმ-თეატრის შექმნა და ახალ სცენებზე მუშაობა მიმდინარეობს. 

ფორუმ-თეატრის კონსულტანტი მსახიობი მაგდა ჩიხლაძეა. მოსწავლეებმა ბულინგის თემაზე შექმნილი პატარა სკეჩები დაამუშვეს, რომელთაც ახლომდებარე სკოლის მოსწავლეებს უახლოეს მომავალში წარუდგენენ. ფორუმ-თეატრის ჩვენების შემდეგ კი, ბულინგის პრევენციის მიზნით, დისკუსიას გამართავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203