საბუეს საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა
26-04-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. 

კვირეულის ფარგლებში, I კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკა მოინახულეს, სადაც გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის კუთხეს, დაათვალიერეს მისი წიგნები და საინტერესო ეპიზოდები ამოიკითხეს, ასევე საზოგადო მოღვაწისადმი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, III კლასის მოსწავლეებმა, კედლის გაზეთი გამოუშვეს, სათაურით - „14 აპრილი დედაენის დღეა“. 

კვირეულში, IV კლასელებიც ჩაერთნენ, მათ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის გმირები  ნახატებით გააცოცხლეს. 

კვირეულის ბოლოს V კლასის მოსწავლეებმა, შემაჯამებელი ღონისძიება - „ენა დედაა ერისა“, ჩაატარეს. 

კვირეული საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული, მოსწავლეებმა კიდევ უფრო გაიაზრეს დედაენის არსი და ქართველი ერისთვის მისი მნიშვნელობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203