
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში, „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის შემაჯამებელი ვიქტორინა - „გონებანი გონიერსა“, ჩატარდა.
ვიქტორინაში, X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო რუსთაველის „სიბრძნის სალაროთი“, მოსწავლეების მეტად დაინტერესება, რათა პოემაში გაბნეული შეგონებები სახელმძღვანელოდ გამოიყენონ ცხოვრებაში.
მოსწავლეები ღონისძიებაში, დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, კონკურენციის მიუხედავად, თითოეულმა მათგანმა საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი ნათელა ქებაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათ სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას დიდი ყურადღება ეთმობა, სწორედ ამ მიზნით სკოლაში, არაერთი შემეცნებითი და ბავშვების ინტერესებს მორგებული ღონისძიება ტარდება.
იხილეთ ფოტოები: