ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ სპორტულ შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავეს
26-04-2023
ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ სპორტულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს.
შეჯიბრი, 22-23 აპრილს წითელი ჯვრის ორგანიზებით, ადგილობრივი ორგანიზაციის და რესურსცენტრის დახმარებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის გაიმართა, მოსწავლეები ერთმანეთს ფრემბურთში შეეჯიბრნენ.
დიდი კონკურენციის მიუხედავად, ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს და დამსახურებული მესამე ადგილი დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
სკოლის დირექცია ულოცავს სკოლას, მოსწავლეებს და სპორტის მასწავლებელ ზვიად კახაძე და მომავალ წარმატებებს უსურვებს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს