„სიყვარულის ბალადა“- ალამბრის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
26-04-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად კი, სიყვარული დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების კლუბმა და მე-10 კლასმა ხელმძღვანელ ლარისა ამაღლობელთან ერთად, პოეზიის საღამო - „სიყვარულის ბალადა“ მოაწყო. 

როგორც სკოლაში ამბობენ, აქტივობის განხორციელების მიზანი იყო, მოსწავლეებს გამოეთქვათ მოსაზრებები სიყვარულზე და წაეკითხათ თავიანთი დაწერილი ლექსები თუ ჩანახატები. მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმოჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ღონისძიება დამსწრე მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ, დირექტორმა - დალი ნიჟარაძემ დადებითად შეაფასეს. 

„სიყვარული ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.  
15 აპრილს სიყვარულის დღე აღინიშნება, ახალგაზრდობის სულის სილამაზის, მშვენიერების ზეიმი საქართველოში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203