„დედამიწა ჩვენი სახლია“- ზემოსურების საჯარო სკოლის პირველკლასელთა შემეცნებითი გაკვეთილი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში საინტერესო და თემატური აქტივობები ხშირად იმართება. ამჯერად, ბუნების შემეცნებითი გაკვეთილი -„დედამიწა ჩვენი სახლია“, პირველ კლასში ჩატარდა. ის დედამიწის დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა დახატეს, გააფერადეს, ისაუბრეს ამ დღის შესახებ, ეკოსისტემაზე, ბიომრავალფეროვნებასა და კლიმატის პრობლემებზეც.
მოსწავლეებმა თემატური პოსტერები მოამზადეს და დედამიწის დახმარების სურვილი გამოთქვეს. გაკვეთილს პედაგოგი მანანა ბარამიძე უძღვებოდა.
„ძალიან საინტერესო და შინაარსიანი აღმოჩნდა ბუნების გაკვეთილი, იმედი მაქვს, ჩემი პატარები, თავისი პაწაწინა ხელებით, დედამიწას დაეხმარებიან. სისუფთავის დაცვა, ყვავილების დარგვა, ხეების დარგვა - აი, რას დამპირდნენ“,- წერს მასწავლებელი.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: