თბილისის N103 სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ანი“ ერევანში გამართულ ქართულ-სომხურ საბავშვო ფესტივალში მონაწილეობდა
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. ისინი სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობასა და კონკურსში მონდომებით ერთვებიან.ამჯერად, სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ანი“ ერევანში ქართულ-სომხურ საბავშვო ფესტივალზე - „ჰანგები“ იმყოფებოდა.
ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი ანგელინა ნაზარიანი გახლავთ.
საქართველოდან N Studia-მ ფესტივალზე შემოქმედებითი კოლექტივი თბილისიდან ჩაიყვანა.
ერევანში, ფესტივალის მე-2 ეტაპზე ანსამბლი N Studia-ს პარტნიორობით სომეხ კოლეგებთან, AZDARAR ART PROUDACTION-ის მოწვევით იყვნენ.
ფესტივალის კონცერტი გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის ერევნის ეროვნულ აკადემიურ თეატრში ორ განყოფილებად ჩატარდა.
ფესტივალმა არამარტო ფოლკლორული, არამედ თანამედროვე ესტრადისა და ქორეოგრაფიის მუსიკალური ნომრები მოიცვა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფესტივალის მონაწილე ბავშვებს და მათი კოლექტივის ხელმძღვანელებს დიპლომები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
N Studia-მ სომეხ პარტნიორებს - AZDARAR ART PROUDACTION-ს სპეციალური დიპლომი ნაყოფიერი თანამშრომლობის ნიშნად, გადასცა.
„ქართველმა და სომეხმა ბავშვებმა სომხეთის დედაქალაქს კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
საფესტივალო პროგრამის ფარგლებში, ბავშვებმა ერევნისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, მათ შორის, გარნის რომაული ეპოქის წარმართული საკულტო ნაგებობა და გეღარდის V საუკუნის ტაძარი.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: