თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმის დაუვიწყარი დღე ჯარისკაცებთან
30-04-2018
პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ მეფე ერეკლე II-ის სახელობის თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ქეთევან ბიძულიაშვილი (მე-6 კლასი) და ბარბარე გაიპარაშვილი (მე-7 კლასი).
მოსწავლეებს ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისაგან და თავდაცვის სამინისტროსაგან საზეიმო ვითარებაში საპასუხო წერილები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ამავდროულად, მოსწავლეებმა ჯარისკაცებთან ერთად ისადილეს, ისაუბრეს და სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს.
სკოლის დირექციის ცნობით, მათ ერთი დღე ჯარისკაცული ცხოვრებით იცხოვრეს, რაც, ალბათ, არასოდეს დაავიწყდებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს