„ვინ უკეთ იცის ქართული“ - მირაშხანის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონიძიება გაიმართა
26-04-2023
ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში ისტორიულ თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. 

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი ეროვნული დღესასწაული, როგორიც დედაენის დღეა. 

დედაენის დღესთან დაკავშირებით, გაიმართა ღონიძიება სახელწოდებით - „ვინ უკეთ იცის ქართული“. ღონისძიებას ჰქონდა შეჯიბრის სახე, მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ ორ ჯგუფად, რომლებმაც უპასუხეს სხვადასხვა კითხვებს, რომლებიც დაკავშორებული იყო ქართულ ენასთან, ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან და დედაენასთან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ პირველკლასელები, რომლებმაც ღონისძიება გაახალისებს თავისი ლექსებით და სიმღერებით.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203