მაჭატიის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული დასრულდა
25-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა.

სკოლაში აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ღონისძიება.

სკოლაში ჩატარდა კალიგრაფიისა და კითხვის კონკურსი, ასევე მოეწყო ქართული ფილმის ჩვენება.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვნდნენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203