„დედამიწა ჩვენი ჯანმრთელობაა“ - ახალქალაქის N5 სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს
25-04-2023
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო პროექტები და აქტივობები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოსწავლეებისათვის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „დედამიწა ჩვენი ჯანმრთელობაა“ ჩაატარეს.

სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, თავიანთი ცოდნა შემოქმედებითი ნამუშევრებით წარმოაჩინეს და სკოლის ეზოში დასუფთავების აქცია მოაწყვეს.

აქტივობაში ისინი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203