
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიებაში - „ჩვენ გვიცავს დედამიწა“, 1-ელიდ კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბავშვებმა ფერადი პლაკატები დაამზადეს, საკლასო ოთახში გამოფინეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათში კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
იხილეთ ფოტოები: