დამიის საჯარო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები მოეწყო
25-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, აქტივობები გაიმართა, რომელშიც დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აქტივობა დაგეგმა და განახორციელა დაწყებითი კლასის პედაგოგმა გაიანე მისკარიანმა.

„მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული საგნები, რომელთაც მეორე სიცოცხლე აჩუქეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის როლი ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად.

„დედამიწა ყოველწლიურად გამოიმუშავებს მილიარდობით ტონა ბუნებრივ რესურსს და რაღაც მომენტში, თანაც არც თუ ისე შორეულ მომავალში, ის ამოიწურება. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გადავაგდეთ - და გადაყრილ მასალებში ვნახოთ არა უბრალოდ ნარჩენები, არამედ შესაძლებლობები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 2018 წლიდან აღინიშნება და მიზანად ისახავს  მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ნარჩენების  მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის გარდაუვალ აუცილებლობაზე გაამახვილოს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203