„ჯანმრთელობის საერთაშორისო დღიდან დედამიწის დღემდე“ - შთამბეჭდავი პროექტი თბილისის N119 საჯარო სკოლაში
25-04-2023
თბილისის N119 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო პროექტები ხორციელდება.

სკოლაში ამჯერად, შემეცნებითი პროექტი - „ჯანმრთელობის საერთაშორისო დღიდან დედამიწის დღემდე“ ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტი ბევრი საინტერესო აქტივობით დაგვირგვინდა.

„მე-6 კლასის მოსწავლეებმა 20 აპრილს სკოლის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკებისა და პლასტმასის ბოთლებისგან გაასუფთავეს, ხოლო 21 აპრილს, მე-5 კლასელებმა კომპლექსური დავალების - „მოლა რომპარაკე მაისურების“ პრეზენტაციები დედამიწის დღეს დაუკავშირეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობაში პირველკლასელებიც ჩაერთნენ.

მათ დედამიწის თემაზე ნახატები შექმნეს, მეოთხეკლასელებმა კი თავიანთი ნამუშევრები დაფაზე გამოფინეს.

მესამეკლასელთათვის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, მაია მუშკუდიანმა ანიმაციური ფილმების ჩვენება: „რა ზიანს აყენებს ადამიანი გარემოს“ და „ბოცო და გვანცა (გარემოს დაცვა)“ მოაწყო.

ფინალურ ნაწილში კი ბუნებისა და ბიოლოგიის მასწავლებელმა ხათუნა კოჭლამაზაშვილმა ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე - „გავუფრთხილდეთ დედამიწას - დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა“.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203