სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიუძღვნეს
25-04-2023
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლააში, დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
IIდ კლასში, დამრიგებლის ნ.გარუჩავას ხელმძღვანელობით, ჩატარდა შემდეგი აქტივობები:
აქტივობა I - მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცნენ, სამაჯურები დაამზადეს და დედამიწის გამოსახულებით მრავალფეროვანი ნახატების შექმნეს.
აქტივობა II - ბავშვებმა, საინტერესო კედლის გაზეთები შექმნეს და საკლასო სივრცეში გამოფინეს.
აქტივობა III - პატარებმა, ეზოში ყვავილები და ნაძვის ნერგები დარგეს, ასევე საკლასო ოთახის მცენარეებით გაფორმებაზე იზრუნეს.
მოსწავლეები, ჩატარებულ აქტივობებში დიდი სურვილითა და ინტერესით ჩაერთნენ.