ოშორის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
26-04-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები მოსწავლეთა ჩართულობით აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: მაყვალა მაჭარაშვილი, მარინე ნემსაძე, ასმათ თავართქილაძე, მზია ზაზაზე, დალი კრაწაშვილი, ნანა ბერაძე. 

ღონისძიება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა: 

I ეტაპზე I-IV კლასებში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა და გამარჯვებულები კლასების მიხედვით, გამოვლინდა: 

I კლასი:  I  ადგილი - მაია მჭედლიშვილი;
               II  ადგილი - მარიამ ბალიაშვილი;
               III ადგილი - ბარბარე კობერიძე.

II  კლასი : I ადგილი - მარიამ მჭედლიშვილი;
                 II ადგილი - მაია კახაძე;
                 III - ადგილი - თამაზ გიგაშვილი.

III კლასი:  I ადგილი - ნატალი შაინიძე;
                 II ადგილი - ანა შავაძე;
                 III ადგილი - სალომე შაინიძე.

IV  კლასი :  I -ადგილი- ლიზი პაქსაძე; 
                    II ადგილი- ბარბარე ბოლქვაძე;
                    III ადგილი - რანია პაქსაძე

ღონისძიების II ეტაპზე,  I-IX  კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო და შეირჩა საუკეთესო ნამუშევრები. 

III ეტაპზე კი - დასკვნითი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მოიცავდა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ლექსებს.

I-IV კლასების მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს. მათ ხელმძღვანელობდნენ კლასის დამრიგებლები: ნინო ზაქარაძე, დალი კრაწაშვილი, მზია ზაზაძე, მაყვალა მაჭარაშვილი და მაგდა ბაღდოშვილი.

ღონისძიებაზე მათ ასევე ასევე სიმღერები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

მუსიკის პედაგოგი ნინო მურმანიშვილი გახლდათ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203