
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ლილი ჰოვჰანნისიანმა საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებას მიაღწია.
ის 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის თანასაქმიანობის სივრცეში, მოსწავლეებისთვის მდგრადი განვითარების თემაზე - „მდგრადი განვითარება უკეთესი მომავალისთვის“ გამართული ლოგოების კონკურსის საკონკურსო ნამუშევრების გამოფენაში მონაწილეობდა.
კონკურსში სკოლის მოსწავლეები მთელი საქართველოდან ჩაერთნენ. ჟიურიმ 25 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია, რომელიც მდგრადი განვითარების იდეას, უკეთესი მომავლისთვის, უკეთ გადმოსცემდა.
რაც შეეხება ლილი ჰოვჰანნისიანს, მისი 2 ნამუშევარი 25 საუკეთესოს შორის მოხვდა და I ადგილი დაიკავა. კონკურსში გამარჯვებულ ლილი ჰოვჰანნისიანს სიგელი, სამახსოვრო საჩუქარი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
მოსწავლე კონკურსისთვის სკოლის პედაგოგმა ნათელა ჯმუხაძემ მოამზადა.
იხილეთ ფოტოები: