„ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“- ხონის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
25-04-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სასკოლო პროექტის - „ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ განხორციელება დაიწყო.

მისი განმახორციელებელი გუნდი: VII-X კლასების მოსწავლეები, საბუნებუსმეტყველო მეცნიერებების, მშობლიური ენის, საზოგადოებრივი მეცნიერებების, მათემატიკისა და ისტ-ის კათედრები და STEM კლუბის წევრები არიან. პროექტის ხელმძღვანელი კი თამარ ჩხენკელია.

პროექტის მიზანია: გარემოს დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება და მისი დაცვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება, ციფრული კომპეტენციების განვითარება, STEM განათლების პოპულარიზება და დანერგვის ხელშეყობა, თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავება, მოსწავლეების ჩართვა პროგრამირებისა და რობოტექნიკის განათლების მიღების პროცესში.

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელის ნათია ბარდაველიძის ჩართულობით, პრეზენტაციები - „ჰაერის დაბინძურება" მოამზადეს. მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებების - ქიმია, ბილოგია, კომპიუტერული ტექნოლოგიები, დახმარებით შეისწავლეს რას ნიშნავს ე.წ. ცეო. გაიგეს, გაიაზრეს და სასკოლო თემს გააცნეს, თუ რა მავნე ზემოქმედება აქვს მას გარესამყაროზე, რა საფრთხეები მოდის ამ კონკრეტული გამონაბოლქვის შედეგად.

გარდა ამისა, ისაუბრეს ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლებზე, შიდა ჰაერის ძირითად დამბინძურებლებზე, შიდა ჰაერის ხარისხის გავლენაზე, თუ როგორ მოქმედებს ჰაერის ქიმიური შემადგენლობის ცვლილება ადამიანების შრომისუნარიანობაზე როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეში (სკოლა, ოფისი). ასევე, ისაუბრეს, თუ როგორ დავიცვათ ჰაერი დაბინძურებისგან.

პრეზენტაციაში მოსწავლეებთან ერთად ქიმიის მასწავლებელი თამარ მეშველიანი და ბიოლოგიის მასწავლებელი დალი მარდალეიშვილი მონაწილეობდნენ, რომლებმაც საინტერესოდ ისაუბრეს ისეთ გლობალურ პრობლებემზე, როგორიცაა გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედება.

როგორც სკოლაში ამბობენ, საკითხი გადის მდგრადი განვითარების 3 მიზანზე: მე-11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები; მე-13 - კლიმატის ცვლილება და მე-17 - თანამშრომლობა მიზნების მისაღწევად.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203