„ჩვენი ენა ქართული“- ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა
25-04-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრისა და დაწყებითი კლასების კათედრის ჩართულობით, დედაენის (ქართული ენის) დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა-კონკურსი - „ჩვენი ენა ქართული“ ჩატარდა. 

კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებას და თანამშრომლობითი კულტურის განვითარებისთვის ხელშეწყობას. მასში VI,VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ ღირსეულად იასპარეზეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

ვიქტორინაში VII კლასის გუნდმა - „ენა დედაა ერისა!“ გაიმარჯვა. კონკურსში მონაწილე გუნდებს სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203