მორძგვეთის საჯარო სკოლაში აფხაზეთის ომში დაღუპული როინ მიროტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
25-04-2023
როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა როინ მიროტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, 24 აპრილი აფხაზეთის ომში დაღუპული როინ მიროტაძის დაბადების დღეა. მოსწავლეებმა მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს და ლიტერატურული კომპოზიცია „კიდევაც დაიზრდებიან“ წარადგინეს. ისინი აქტივობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

როინ მიროტაძეს წელს 51 წელი შეუსრულდებოდა.

„2014 წლის აპრილიდან, როინის ხსოვნის უკვდავსაყოფად სკოლას, სოფლის მოსახლეობის თხოვნით და პედაგოგიური კოლექტივის აქტიური მხარდაჭერით, მიენიჭა აფხაზეთის ომში დაღუპული „ღიმილის ბიჭის“, როინ მიროტაძის სახელი.
დიდება გმირებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203