„თიხის საიდუმლო“- ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V კლასში შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა
25-04-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V კლასში პროექტი - „თიხის საიდუმლო“ განხორციელდა. 

თემატურად დაიგეგმა მოსწავლეების გაყვანა სახელოსნოში. სახელოსნოში მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები - „სააღდგომო თეფში“ შექმნეს. გამოწვის შემდგომ, ამ თემას კიდევ ერთი გაკვეთილი დაეთმო ამჯერად, საკლასო სივრცეში, სადაც კუთვნილი თეფშები სურვილისამებრ მოხატეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებით ზრდას, ამაღლებს ინტერესსა და მოტივაციიას საგნის მიმართ, რაც აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. 

მათი ხელმძღვანელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე იყო.

„V კლასში განხორციელდა პროექტი „თიხის საიდუმლო“, რომელიც წლებია კერამიკის სახელოსნო “ანდამატთნ თანამშრომლობით იმართება.
მოსწავლეები მხოლოდ მცირე თეორიული ცოდნით შემოიფარგლებიან ამ პერიოდისათვის - სახელმძღვანელო და ინტერნეტ მასალა. მნიშვნელოვანია, მათი ინტერესი არაფორმლურ გარემოშიც დაკმაყოფილდეს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციის ზრდისა და მეტი ინფორმირებულობისათვის“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203