
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება „ქართული მარტო ენაა?!“ მიეძღვნა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ლექსები მშობლიურ ენას მიუძღვნეს, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და კვირეულის ფარგლებში, წერის და კითხვის კონკურსში ჩაერთნენ, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ბუკლეტებიც.
უფროსი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო რესურსები ბარბარიზმების შესახებ შექმნეს და ღონისძიების მსვლელობისას აუდიტორიას სთხოვეს, მათი შესატყვისები დაეფიქსირებინათ. გარდა ამისა, ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს.
„სკოლის დირექტორმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ენის და იდენტობის შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ თითოეული პიროვნება უნდა უფრთხილდებოდეს და პატივს სცემდეს ჩვენს „საგანძურს“- ენას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: