თბილისის N74 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა 
25-04-2023
თბილისის N74 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა, ბუნების დაცვის მოწოდებით, პლაკატების შექმნეს და სკოლის ეზოში, მშობლების ჩართულობით, ნერგები დარგეს. გარდა ამისა, ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 
 
„სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს მივაწოდოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ერთი-ერთი იყო მდგრადი განვითარების 13 მიზანი, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი სახლი - პლანეტა დედამიწა.
ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ვიზრუნოთ ენერგიის დაზოგვაზე, დავიცვათ ჩვენი ლამაზი ბუნება, გავუფრთხილდეთ ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს“,- ამბობენ სკოლაში. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203