
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლაში, დედამიწის კვირეულთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა პროექტი - „გადავარჩინოთ გარემო მავნე ნარჩენებისაგან“ განახორციელეს.
პროექტის მიზანი ეკოლოგიური მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იყო. მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთნენ, სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, დარგეს ხეები, შექმნეს პლაკატი - „დედამიწა ჩვენს ხელშია“.
მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: