
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში, სასკოლო ქსელების პროგრამის ფარგლებში, პრეზენტაცია - „ჩემი სკოლის ისტორია“, გაიმართა.
თითოეულმა მონაწილემ საკუთარი სკოლის ისტორიის შესახებ ისაუბრა, დრო ნაყოფიერად გაატარა და შესაძლებლობები გამოავლინა.
როგორც სკოლაში ამბობენ, სასკოლო ქსელებში ჩართული საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლები არიან. გაერთიანებული სკოლები სამუშაო თემებს განსაზღვრავენ, ამზადებენ პრეზენტაციებს, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებებს.
„სასკოლო ქსელები ემსახურება მოსწავლეთა ჩართულობას, მათ თანამშრომლობას და დამეგობრებას. ამ ეტაპზე ჩვენ ვუმასპინძლეთ რაიონის 5 სკოლას: სავანის, იტავაზის, ორღულის, ჯალაურთის და მახათაურის სკოლებს. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები, გაგვაცნეს თავიანთი სკოლების ისტორია დაარსებიდან დღემდე. ისაუბრეს დღეს სკოლებში განხორციელებულ აქტივობებზე და სასკოლო პროექტებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: