ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის I კლასში, დამრიგებლ ლალი ქამხაძის ინიციატივით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა, საინტერესოდ დაგეგმილ აქტივობებზე, დიდი ხალისით იმუშავეს. მათ მასწავლებელმა ამ ისტორიულ თარიღზე ინფორმაცია მიაწოდა და პრეზენტაცია წარუდგინა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა გააფერადეს ანბანი, წარმოთქვეს ლექსები და დაამზადეს კედლის გაზეთი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
იხილეთ ფოტოები: