დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
25-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გაიხსენეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მათ, ღონისძიების შემდეგ, უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შამკეს.
ღონისძიება წარმატებით დარულდა, მოსწავლეებმა აზრი გამოთქვეს, განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად აღინიშნება.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს