ძეძილეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა
25-04-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა და პედაგოგმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს და სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

ბავშვები ამ დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობებში ისინი ხალისით, ინტერესით ჩაერთნენ და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203