ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. მასწავლებლებმა - თინათინ კუტუბიძემ და თინა შეშელიძემ, ეს დღე მოსწავლეებთან ერთად, აღნიშნეს.
მოსწავლეებმა თემატური თვალსაჩინოებები, ბუკლეტები, რესურსები შექმნეს და აქცია მოაწყვეს, რითაც კმაყოფილები დარჩნენ.
მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: