ძევრის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ელენე ჯიხვაშვილმა აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკის“ შესახებ საინტერესო ლექცია ჩაატარა
25-04-2023
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარებას აგრძელებენ. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლე ელენე ჯიხვაშვილმა აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკის“ შესახებ საინტერესო ლექცია ჩაატარა. მან ამომწურავად ისაუბრა, დასმულ შეკითხვებს უპასუხა და აზრი დააფიქსირა. 

აღსანიშნავია, რომ მას ძალიან ყურადღებიანი მსმენელები ჰყავდა, რომლებმაც ლექცია დადებითად შეაფასეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

სკოლაში მსგავსი აქტივობები ხშირად იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203