ხავეთის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება მოეწყო
25-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გარდა ამისა, პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, მოსწავლეებმა სოფელ ხავეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაში სანთლები აანთეს და მილიონ ნახევარი დაღუპული გაიხსენეს.

ღონისძიებამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.

სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა აქტივობებში ჩართულთ მადლობა გადაუხადა.

სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203