დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ფირალიშვილი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ანა ფირალიშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მას ლეპტოპი საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის მიენიჭა. ის ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეა.
სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: