ლედგებეს საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში მოსწავლეთა შორის შეჯიბრი გაიმართა
25-04-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლაში, მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი ჩატარდა. 

შეჯიბრი 1-ელ - მე-6 კლასებს შორის, გაიმართა.

შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდა პირველადგილოსანი, მე-6 კლასის მოსწავლე - ბექა ნადარაია და ხოლო მეორე ადგილი მე-4 კლასის მოსწავლე საბა ბერიშვილმა დაიკავა. 

აღსასნიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი სოსო ბეჭვაია ხელმძღვანელობდა. 

„ვულოცავთ მათ და წარმატებებს ვუსურვებთ მთელი პედაგოგიური კოლექტივი“ - აღნიშნავენ პედაგოგები. 

სკოლაში, მოსწავლეთა სპორტულ ცხოვრებაში ჩართვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203