წყალტუბოს N1 სკოლის მეხუთეკლასელებმა საქართველოსა და უკრაინის სააღდგომო ტრადიციების შესახებ საინტერესო პოსტერი შექმნეს
25-04-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სააღდგომო გათამაშება მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, V კლასში ინგლისური ენის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა, გაკვეთილზე საქართველოსა და უკრაინის სააღდგომო ტრადიციები წარმოადგინეს, ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაცია მოიძიეს და დაახარისხეს, ბოლოს კი, საბოლოო პროდუქტის სახით, სააღდგომო პოსტერი შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, შესანიშნავად გაართვეს თავი სააღდგომო თემატიკასთან დაკავშირებულ ქვიზს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებს კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად, შემოქმედებითი და ჯგუფში მუშაობის უნარები განუვითარდათ.

„მადლობა English Book Education-ს ამ შესაძლებლობისათვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203