ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი ლოხიშვილი ლოგოების კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
25-04-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მეგი ლოხიშვილი, ლოგოს კონკურსში წარმატებით მონაწილეობდა. 

კონკურსი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიის მიერ იყო გამოცხადებული. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსი მდგრადი განვითარების თემატიკას მიეძღვნა.  

კონკურსზე, 200-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 25 საუკეთესო შეირჩა, მათ შორის კი, მეგის ნამუშევარი მოხვდა.

შესარჩევი ტურის შემდეგ, საუკეთესო ნამუშევართა გამოფენა მოეწყო და გამარჯვებულებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

სკოლა კონკურსის ორგანიზატორს მადლობას უხდის, ხოლოდ მეგის წინსვლას და წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203