ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შუქნიშნის მოდელი შექმნეს
25-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში, პროექტის - „სასკოლო ინიციატივები“, ფარგლებში STEM მიმართულებით რიგი გაკვეთილები ჩატარდა. 

მოსწავლეებმა პროექის მაკეტი აირჩიეს და შუქნიშნის მოდელი დაამზადეს. 

ბავშვები აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, სიამოვნებით იმუშავეს მაკეტზე და საბოლოო ჯამში საკმოად დახვეწილი შუქნიშნის მოდელი დაამზადეს. 

აქტივობას პედაგოგი რიპსიმე აროიანი ხელმძღვანელობდა. 

სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა, რადგან ეს ბავშვების მოტივაციის ამაღლებასა და მათ გააქტიურებას განაპირობებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203