ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ დელეგაცია საქმიანი ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა
25-04-2023
ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ ევროპის სკოლებთან თანამშორმლობს, მათ გამოცდილებას ეცნობა, 
საკეთესო პრაქტიკას კი იზიარებს.

17-22 აპრილს, სკოლის დელეგაცია: დირექტორი - სოფიო კვინიკაძე, დამფუძნებელი - ავთანდილ ოსაძე, მასწავლებელი - ნონა ბაბუაძესაქმიანი ვიზიტით პოლონეთის ქალაქ პოზნანში იმყოფებოდა, სადაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, კოლეჯი „იბერია“, იტალიისა და უნგრეთის სკოლების დელეგაციებთან ერთად, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეულში მონაწილეობს.

კერძო სკოლა „ორნატის“ წამრომადგენლები, პოლონეთში, ქალაქ პოზნანის კომუნიკაციების სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პროექტის - „განათლება საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში, ჩავიდნენ. 

1-ელი ვიზიტი კომუნიკაციების სკოლაში განხორციელდა, სადაც ქართული მხარე პროფესიული სასწავლებლის საქმიანობასა და მათ გამოცდილებას გაეცნო.

„სკოლა „ორნატის“ დელეგაციამ წარმოადგინა პრეზენტაცია სკოლის საქმიანობის შესახებ“, - გვიყვებიან სკოლაში.

მე-2 შეხვედრა გაიმართა ქალაქ პოზნანის N15 სკოლასთან, სადაც სკოლების წამრომადგენლებმა გაცვალეს ინფორმაცია და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ისინი ასევე საგაკვეთილო პროცესს დააკვირდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა ქალაქ პოზნანის განათლების განყოფილების პრეზიდენტმა მარიუს ვისნიევსკმა, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა მხარეების თანამშრომლობით ურთიერთობას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსს შეხვედრებსა და საერთაშორისო პროექტებში სკოლა აქტიურად ერთვება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203