საფარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს
25-04-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა, დმანისის ნაქალაქარი დაასუფთავეს და დედამიწის დღის თემატიკით პლაკატები დაამზადეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა. 

სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნიბიერების გააზრებასა და მათ გარემოსდაცვით აქტივობებში აქტიურ ჩართულობას დიდი ყურადღება ეთმობა. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203