განთიადის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის მოთხრობის პერსონაჟების როლები მოირგეს
25-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებითი და ბეჯითი მოსწავლეები ჰყავს.
ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობას ახორციელებენ. ამჯერად, როლური თამაში მე-8 კლასში გაიმართა, მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის მოთხრობის „სოლომან მორბელაძის” პერსონაჟების როლები მოირგეს.
მათ ეპიზოდები და სხვადასხვა სიტუაციები გაითამაშეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„გაკვეთილი სახალისო აღმოჩნდა. უამრავი დადებითი ემოცია, სიხარული და მომღიმარი სახეები - ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ მოსწავლეებსაც და მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს