ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გველისმჭამელის“ გაცნობის შემდეგ, ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულებაზე იმსჯელეს
25-04-2023
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედამიწისა და წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეებთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩაატარეს.
მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებელ შორენა ლობჯანიძესთან ერთად, შეარჩიეს ვაჟა-ფშაველას პოემა - „გველისმჭამელი“, რომელშიც მტკივნეულად არის აღწერილი ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულება.
ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებმა გარემოსა და ადამიანს შორის არსებული პრობლემები გამოკვეთეს, მათ აქტუალობაზე ისაუბრეს და ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით, სხვადასხვა სახის დავალებები დაწერეს.
მოსწავლეებმა, ლიტერატურული ნაწარმოების დახმარებით განსაზღვრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ბუნებისადმი სიყვარული, მისი დაცვა და გაფრთხილება.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს