„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ 260 მოსწავლე საერთაშორისო გამოცდაზე გავიდა 
25-04-2023

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეთა წარმატებული მომავლის გარანტიაა, რადგან სასწავლო პროცესი სრულად მათზეა ორიენტირებული. 

24 აპრილს, სკოლის JUNIOR და SOPHOMORE მოსწავლეებმა COLLEGE BOARD-ის PSAT8/9 და PSAT 10 გამოცდები ჩააბარეს.

აღსანიშნავია, რომ PSAT 8/9 და PSAT 10 არის ტესტი, რომელსაც მეცხრე და მეათეკლასელები ცენტრალიზებულად აბარებენ. ეს, SAT შეფასებების კომპლექტში, პირველი და მეორე ტესტია, რომელიც ასევე PSAT/NMSQT-ს და SAT-ს მოიცავს.

კომპლექტის ყველა ტესტი საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებს პასუხობს, ზომავს ცოდნას და უნარებს, რომლებსაც მოსწავლე ეუფლება სკოლაში სწავლის პერიოდში. სწორედ ეს ცოდნა და უნარები დასჭირდება თითოეულს უნივერსიტეტებში წარმატების მისაღწევად.

ჯამში, საერთაშორისო გამოცდა GAS და GAHS-ის 260-მა მოსწავლემ ჩააბარა. ნაშრომები შესაფასებლად COLLEGE BOARD-ს ეგზავნება და მოსწავლე თავად იღებს პასუხს - ქულობრივი შეფასების შედეგებს და ასევე, შესრულებულული ნამუშევრის დეტალურ ანალიზს.

„მიღებულ ქულებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მოსწავლეებისთვის, რადგანაც ისინი აისახება სკოლის ტრანსკრიპტში და შემდგომში, უცხოეთში საუნივერსიტეტო დაფინანსების მიღებას განაპირობებს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203